24-05-2022

ფაბიო კარვალიო კარიერას "ლივერპულში" გააგრძელებს

ავტორი
19 წლის პორტუგალიელი ნახევარმცველი, ფაბიო კარვალიო კარიერას "ლივერპულში" გააგრძელებს. ინფორმაციას ინგლისური გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მერსისაიდულმა გუნდმა ახალგაზრდა ფეხბურთელი "ფულემიდან" 5 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა.
19 წლის ნახევარმცველმა იურგენ კლოპის გუნდთან კონტრაქტს ხელი 2027 წლის ზაფხულამდე მოაწერა.
ახალგაზრდა შუახაზელი მერსისაიდულ გუნდს პირველ ივლისს შეუერთდება.
ცნობისთვის, ფაბიო კარვალიომ გასულ სეზონში ჩატარებულ 38 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.
We can confirm Fabio Carvalho will join the club this summer.
— Liverpool FC (@LFC) May 23, 2022
The 19-year-old forward will officially complete a switch to the Reds on July 1 🙌
ტეგები:
Facebook კომენტარები