• 24-05-2022
    “მე მესმის მათი იმედგაცრუება” - კილიან მბაპე “რეალის” გულშემატკივარს მიმართავს
    “მე მესმის მათი იმედგაცრუება” - კილიან მბაპე “რეალის” გულშემატკივარს მიმართავს

    როგორც მოგეხსენებათ, საფრანგეთის ნაკრების 23 წლის თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ პსჟ-სთან ახალი კონტრაქტი გააფორმა და მადრიდის "რეალის" ქომაგებს გული დასწყვიტა.


    ახალგაზრდა სუპერვარსკვლავმა ამ თემასთან დაკავშირებით ისაუბრა: 


    "შეტყობინება მადრიდის რეალის გულშემატკივრებს? მინდა მადლობა გადავუხადო, რადგან ისინი ყოველთვის ერთ-ერთ მათგანად მიმიჩნევენ" 


    მე მესმის მათი იმედგაცრუება და იმედი მაქვს, რომ მიხვდებიან, რომ ჩემს ქვეყანაში დარჩენა გადავწყვიტე", - განაცხადა კილიან მბაპემ.


    შეგახსენებთ, რომ ფრანგმა სუპერვარსკვლავმა პსჟ-სთან კონტრაქტს ხელი 2025 წლის ზაფხულამდე მოაწერა.

    Facebook კომენტარები