• 04-08-2023
    ლეო მესის მორიგი რეკორდი!
    ლეო მესის მორიგი რეკორდი!

    როგორც მოგეხსენებათ, ლეო მესიმ რამდენიმე კვირის წინ ფრანგული პსჟ დატოვა და “ინტერ მაიამის” შეუერთდა.

    არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა მორიგი რეკორდი მოხსნა.

    ახალ გუნდში გადასვლის შემდეგ 24 საათის განმავლობაში ყველაზე მეტი მაისურის გაყიდვის რეკორდი ლეო მესიმ მოხსნა.

    ეს ბრწყინვალე შედეგი ყველა სპორტში საუკეთესოა. აქამდე ეს რეკორდი კრიშტიანუ რონალდუს “მანჩესტერ იუნაიტედში” დაბრუნების შემდეგ ეკუთვნოდა.

    ასევე ამერიკულ ფეხბურთში ეს რეკორდი ტომ ბრედის ეკუთვნის, კალათბურთში კი ამ მხრივ ლებრონ ჯეიმსი ლიდერობს.

    Facebook კომენტარები