• 04-08-2023
    გიორგი ჭიაბრიშვილმა თბილისის “დინამო” დატოვა
    გიორგი ჭიაბრიშვილმა თბილისის “დინამო” დატოვა

    გიორგი ჭიაბრიშვილმა დინამო თბილისი დატოვა. მთავარ მწვრთნელსა და თბილისურ კლუბს შორის კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა. მასთან ერთად დინამო ასევე გიორგი დეკანოსიძემ, ლაშა ნოძაზემ და ალექსანდრე იწკირველმა დატოვეს. 

    გიორგი ჭიაბრიშვილი დინამო თბილისის მთავარ მწვრთნელად 2022 წლის ივნისში დაინიშნა და ამავე სეზონში გუნდთან ერთად საქართველოს ჩემპიონობა და სუპერთასის მოპოვება იზეიმა. ამ პერიოდის განმავლობაში ლურჯ-თეთრებმა მისი ხელმძღვანელობით 49 მატჩი (29 მოგება, 9 ფრე და 11 მარცხი) გამართეს.  

    საფეხბურთო კლუბი დინამო თბილისი მადლობას უხდის გიორგი ჭიაბრიშვილს და მის სამწვრთნელო შტაბს გაწეული სამსახურისთვის. კლუბის სახელით, მათ მომავალ კარიერაში წარმატებას ვუსურვებთ.

    თბილისური კლუბი ახალი მთვარი მწვრთნელი შესახებ განცხადებას უახლოეს მომავალში გააკეთებს.

    მომზადებულია fcdinamo.ge-ს მიხედვით 

    Facebook კომენტარები