• 06-08-2023
    არის თუ არა ვლაჰოვიჩი "რეალის" რადარზე - ბოლო ცნობები
    არის თუ არა ვლაჰოვიჩი "რეალის" რადარზე - ბოლო ცნობები

    ბოლო დღეებში, ტურინის "იუვენტუსის" ფორვარდი დუშან ვლაჰოვიჩი მადრიდის "რეალთან" რამდენჯერმე დააკავშირეს.

    აღნიშნულთან დაკავშირებით, იტალიელი ჟურნალისტი რომეო აგრესტი წერს.

    მისი ინფორმაციით, ვლაჰოვიჩი "სამეფო გუნდს" არ შეუერთდება. ერთადერთი გუნდი, სადაც შეიძლება იგი გადავიდეს, ლონდონის "ჩელსია".

    აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სერბ ცენტრალურ თავდამსხმელს "ბლანკოსთან" ადრეც აკავშირებდნენ, თუმცა ეს მხოლოდ ჭორის დონეზე იყო და ასეც დარჩა.

    Facebook კომენტარები