• 08-08-2023
    ოფიციალურად: იან ზომერი “ინტერის” ფეხბურთელია
    ოფიციალურად: იან ზომერი “ინტერის” ფეხბურთელია

    34 წლის შვეიცარიელი ფეხბურთელი, იან ზომერი კარიერას მილანის “ინტერში” გააგრძელებს. ინფორმაციას იტალიური გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

    გამოცდილმა მეკარემ მილანურ გუნდთან კონტრაქტს ხელი 2026 წლის ზაფხულამდე მოაწერა.

    იტალიურმა გუნდმა მიუნხენის “ბაიერნს” შვეიცარიელი მეკარის სანაცვლოდ 6 მილიონი ევრო გადაუხადა.

    ცნობისთვის, ადრე მიუნხენის “ბაიერნს” გიორგი მამარდაშვილს უკავშირებდნენ. ახლა უცნობია, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს გერმანული გუნდი. ამ ეტაპისთვის, “რეკორდმაისტერისთვის” პრიორიტეტი ბონო გახლავთ.

    Facebook კომენტარები