09-08-2023
ცნობილია! - რატომ არ ითამაშა გიორგი ჩაკვეტაძემ თასის შეხვედრაში
Author of the article
როგორც მოგეხსენებათ, “უოტფორდი” ინგლისის თასის 1/64 ფინალურ შეხვედრაში “სტივენეიჯს” დაუპირისპირდა და პენალტების სერიაში დამარცხდა.
შეხვედრის წინ “უოტფორდის” თავკაცმა, ვალერიენ ისმაელმა განაცხადა, რომ გიორგი ჩაკვეტაძე ზემოხსენებულ შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებდა.
ამის მიზეზი მცირე დისკომფორტი იყო. გიორგი “ქპრ”-სთან მატჩში მცირე დაზიანება მიიიღო.
ცნობისთვის, ჩაკვეტაძეს დებიუტი “უოტფორდის” მაისურით სწორედ “ქპრ”-ის წინააღმდეგ ჩემპიონშიფის პირველი ტურის შეხვედრაში შედგა.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ “უოტფორდი” მომდევნო შეხვედრას 12 აგვისტოს “პლიმუთის” წინააღმდეგ ჩაატარებს.
ტეგები:
Facebook კომენტარები