• 10-08-2023
    "აქ მოსაგებად ჩამოვედით" - "აპოელის" ფეხბურთელის კომენტარი "დილასთან" მატჩის წინ
    "აქ მოსაგებად ჩამოვედით" - "აპოელის" ფეხბურთელის კომენტარი "დილასთან" მატჩის წინ

    გორის "დილასა" და "აპოელის" მატჩის წინ სტუმართა ფეხბურთელმა გეორგიოს ეფრემმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.

    "რთული თამაში გველოდება, მეტოქე კარგი გუნდია, მაგრამ აქ მოსაგებად და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ჩამოვედით.

    "ჩემი მთავარი მიზანია, ნებისმიერ დროს გუნდს მოგებაში დავეხმარო.

    "ახლა დილასთან თბილისურ მატჩზე ვართ კონცენტრირებულნი და გვინდა, რომ ეს შეხვედრა მოვიგოთ, მომდევნო თამაშზე ჯერ არ ვფიქრობთ", - თქვა ეფრემმა.

    აქვე გეტყვით, რომ აღნიშნული დაპირისპირება 10 აგვისტოს, ჩვენი დროით 21:00 საათზე დაიწყება.

    Facebook კომენტარები