• 10-08-2023
    "დილა" კარგი გუნდია და გამარჯვებისთვის ეს უნდა გავაკეთოთ", - აპოელის მწრთვნელი მატჩის წინ
    "დილა" კარგი გუნდია და გამარჯვებისთვის ეს უნდა გავაკეთოთ", - აპოელის მწრთვნელი მატჩის წინ

    როგორც მოგეხსენებათ, დღეს "დინამო არენაზე" გორის "დილასა" და "აპოელის" შეხვედრა შედგება.

    მატჩის წინ სტუმართა მთავარმა მწრთვნელმა რიკარდო სა პინტომ პრესკონფერენცია გამართა.

    "გორის "დილა" საკმაოდ კარგი გუნდია, რომელსაც ყველა პოზიციაზე ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს. განსაკუთრებით ბრაზილიელები, ასევე ტიერი გეილი და ონორე გომისი.

    "კარგად ორგანიზებული გუნდია. ამიტომ დავალებები უნდა შევასრულოთ და დაცვაში აგრესიულად თამაში გვმართებს. ვიცით, რომ მეტოქე საშინაო თამაშებს კარგად ატარებს, მაგრამ გამრჯვების მოპოვება გვსურს.

    "პირველივე თამაშში გვინდა, რომ კარგი შედეგი გვოქნდეს, რათა საპასუხო დაპირისპირებას უკეთეს სიტუაციაში შევხვდეთ.

    "რაც შეეხება "აპოელის" ქართველ მოთამაშეებს, გუნდისთვის ორივე ძალიან მნიშნელოვანი ფიგურაა, მათ საქართველოს ნაკრებში თამაშის გამოცდილება აქვთ. რა თქმა უნდა, მათთვის სამშობლოში თამაში დამატებითი მოტივაციაა. ამასთან, ემოციური კუთხითაც ძალიან რთული თამაში იქნება", - თქვა სა პინტომ.

    Facebook კომენტარები