• 10-06-2023
    "პსჟ" მბაპეს გარშემო ახალი გუნდის აშენებას გეგმავს - სამიზნე "ნაპოლიდან"
    "პსჟ" მბაპეს გარშემო ახალი გუნდის აშენებას გეგმავს - სამიზნე "ნაპოლიდან"

    მას შემდეგ, რაც ლიონელ მესიმ "პარის სენ-ჟერმენის" რიგები დატოვა, ფრანგული კლუბიდან ნეიმარის წასვლაზეც მედიაში აქტიურად დაიწერა.

    როგორც გამოცემა "Le Parisien"-ი იტყობინება, "პსჟ" კილიან მბაპეს გარშემო ახალი გუნდის აწყობასა და მისთვის ახალი თანაგუნდელების მოყვანას გეგმავს.

    წყაროს ცნობით, პარიზელთა ერთ-ერთ მთავარ სამიზნეს "ნაპოლის" ფორვარდი ვიქტორ ოსიმენი წარმოადგენს.

    იწერება, რომ ფრანგული გრანდის ვარიანტი თავად ნიგერიელსაც ძალიან ხიბლავს და მისი სურვილის შესახებ თავისი აგენტის დახმარებით აურელიო დე ლაურენტისსაც გააგებინა.

    რაც შეეხება ნეაპოლელთა პოზიციას, ისინი 24 წლის თავდამსხმელის სანაცვლოდ მინიმუმ 130 მილიონ ევროს ითხოვენ.

    შეგახსენებთ, რომ გარდა "პარის სენ-ჟერმენისა", ვიქტორის დამატება ასევე მიუნხენის "ბაიერნს", ლონდონის "ჩელსისა" და "მანჩესტერ იუნატედს" სურს.


    Facebook კომენტარები