• 11-08-2023
    გადამწყვეტი ფაქტორი - რატომ თქვა "იუნაიტედმა" ჰარი კეინის ტრანსფერზე უარი
    გადამწყვეტი ფაქტორი - რატომ თქვა "იუნაიტედმა" ჰარი კეინის ტრანსფერზე უარი

    "მანჩესტერ იუნაიტედი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ახალ ცენტრალურ ფორვარდს ეძებდა, რომელსაც "ატალანტაში" მიაგნო.

    ერიკ ტენ ჰაგის რჩეული ახალგაზრდა დანიელი რასმუს ჰოილუნდი გახდა, რომელიც კლუბს უკვე ოფიციალურად შეუერთდა.

    პარალელურად, "იუნაიტედი" ჰარი კეინის ტრანსფერსაც განიხილავდა, თუმცა ინგლისელი კარიერას მიუნხენის "ბაიერნში" გააგრძელებს.

    The Athletic-ის ინფორმაციით, "მანჩესტერმა" თავად თქვა უარი ინგლისის ნაკრების კაპიტნის ტრანსფერზე.

    საქმე იმაშია, რომ ტენ ჰაგს საჯარიმოს ფორვარდი სჭირდებოდა, კეინს კი მოედნის სიღრმეში ჩასვლა ურჩევნია.

    ამიტომაც, ნიდერლანდელმა მთავარმა მწვრთნელმა არჩევანი ჰოილუნდზე გააკეთა.

    Facebook კომენტარები