• 11-08-2023
    ცუდი ამბავი! - გორის “დილა” დაჯარიმდა
    ცუდი ამბავი! - გორის “დილა” დაჯარიმდა

    Crystalsport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გორის “დილა” მკაცრად დაისაჯა.

    გორულმა გუნდის ფან-კლუბმა კონფერენს ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში აპოელ-ის წინააღმდეგ 3 ბანერი გამოაკრო. ერთ-ერთი 2008 წლის ომში დაღუპულების ხსოვნას ეძღვნებოდა, მეორე შოვში ტრაგიკულად გარდაცვლილთა ხსოვნას. მესამე ბანერზე კი Free BBB ეწერა, რაც ზაგრების “დინამოს” ფანების (Bad Blue Boys)-ის მხარდასაჭერი ბანერი გახდლათ.

    UEFA-მ Free BBB ფაშისტურ მიმართვად აღიქვა და გორული გუნდი 10 ათასი ევროთი დააჯარიმა.

    ცნობისთვის, “დილა” აპოელ-ის წინააღმდეგ 0:2 დამარცხდა.

    Facebook კომენტარები