13-08-2023

გიორგი მამარდაშვილი “ჩელსის” კვლავ დაუკავშირეს

ავტორი
როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის “რეალის” ბელგიელმა მეკარემ, ტიბო კურტუამ ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა და 7-8 თვეს გამოტოვებს.
შედეგად “სამეფო კლუბმა” ლონდონის “ჩელსის” ესპანელ მეკარე, კეპა არისაბალაგა დაიმატა.
ცნობილი სააგენტოს, Standard-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ჩელსი” კოპას შემცვლელად “ვალენსიასა” და საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს განიხილავს.
საგულისხმოა, რომ “ჩელსის” მეორე პრეტენდენტი “დორტმუნდის” კარის დარაჯი, გრიგორ კიობელი გახლავთ.
ცნობისთვის, “ვალენსია” გიორგი მამარდაშვილი საკმაოდ სოლიდურ თანხად ითხოვს.
ტეგები:
Facebook კომენტარები