14-08-2023

"მამარდაშვილის შემცვლელის პოვნა რთული იქნება ის გუნდისთვის აუცილებელი ფეხბურთელია" - ესპანური გამოცემა მამარდაზე

ავტორი
ბოლო პერიოდში "ვალენსიას" ქართველის მეკარის გიორგი მამარდაშვილის მომავლის შესახებ ბევრი იწერება.
ქართველი არაერთ ესპანურ თუ ინგლისურ გრანდს დაუკავშირეს, მათ შორის მადრიდის "რეალს".
გიორგისთან დაკავშირებით ერთ-ერთმა ვალენსიურმა გამოცემამ "Deportevalenciano"-მ ქართველზე დაწერა:
„გიორგი მამარდაშვილის მომავალზე ჭორების გავრცელება გრძელდება, ამასობაში კი მან სევილიასთან მატჩში ვალენსია გადაარჩინა. თუ გიორგიმ მესტალია დატოვა, მისი შემცვლელის პოვნა რთული იქნება. მამარდაშვილი გუნდისთვის აუცილებელი ფეხბურთელი და კარში უსაფრთხო ვარიანტია“, - წერს Deportevalenciano.
ტეგები:
Facebook კომენტარები