• 14-08-2023
    ლეონარდო ბონუჩი “უნიონ ბერლინს” დაუკავშირეს
    ლეონარდო ბონუჩი “უნიონ ბერლინს” დაუკავშირეს

    გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლეონარდო ბონუჩის ბუნდესლიგიდან სერიოზული მსურველი გამოუჩნდა.

    იტალიელი ჟურნალისტის ინფორმაციით, 36 წლის მცველის შეძენით “უნიონ ბერლინი” ინტერესდება.

    საგულისხმოა, რომ ლეონარდო ბონუჩი “იუვენტუსის” ახალ პროექტში საკვანძო მოთამაშედ არ მიიჩნევა, რის გამოც იტალიელი გუნდის დატოვებაზე დაფიქრდა.

    ცნობისთვის, ბონუჩი “ბებერი ქალბატონის” ლეგენდა გახლავთ.

    Facebook კომენტარები