• 15-08-2023
    “ტორპედომ” “სამტრედია” დაამარცხა
    “ტორპედომ” “სამტრედია” დაამარცხა

    ეროვნული იგის 21-ე ტურის შეხვედრაში ქუთაისის “ტორპედო” “სამტრედიას” ესტუმრა და ანგარიშით 2:3 დაამარცხა.

    შეხვედრის მე-13 წუთზე მათე აბულაძემ სამყრედილეები მალევე დააწინაურა. 37-ე წუთზე მაურო კაბალიერომ სხვაობა გაათანაბრა. ტაიმის მიწურულს კი გიორგი არაბიძემ საოცარი ჯარიმით სტივ კინის გუნდი წინ გაიყვანა.

    მატჩის 73-ე წუთზე ილია ახვლედიანმა ავტო-გოლი გაიტანა. შეხვედრის მიწურულს კი დავით კირკიტაძემ მეტოქის კარი აიღო, თუმცა “სამტრედიამ” ქულის შენარჩუნება ვერ შეძლო.

    სტივ კინის გუნდი ეროვნულ ლიგაში მე-6 ადგილზე იმყოფება, “სამტრედია” კი მე-9 ადგილზ იკავებს.

    ცნობისთვის, “ტორპედო” მომდევნო შეხვედრას “გაგრას” წინააღმდეგ ჩაატარებს, დიმიტარ კაპინვოვსკის გუნდი კი ბათუმის “დინამოს” დაუპირისპირდება.

    Facebook კომენტარები