• 15-08-2023
    საზონოვს ახალი მსურველი გამოუჩნდა - ვის სურს ქართველის დამატება
    საზონოვს ახალი მსურველი გამოუჩნდა - ვის სურს ქართველის დამატება

    როგორც გამოცემა "Sözcü" იტყობინება საბა საზონოვის დამატებით თურქული გუნდია დაინტერსებული.

    საუბარია "ბეშიქთაშზე", რომელიც მოსკოვის "დინამოსთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს.

    გავრცელებული ცნობებით, რუსული კლუბის პრეზიდენტი ქართველი მცველის სანაცვლოდ მინიმუმ 3 მილიონ ევროს ითხოვს.

    რაც შეეხება საბას სურვილს, როგორც დაიწერა, მას კარიერის გაგრძელება ტოპ 5 ლიგაში სურს.

    აქვე გეტვით, რომ საზონოვს მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი 2024 წელს ეწურება.

    Facebook კომენტარები