16-08-2023

Tuttosport: იტალიური კლუბი გელაშვილის ტრანსფერს ხურავს

ავტორი
როგორც მოგეხსენებათ, 22 წლის ქართველმა ფეხბურთელმა, ივა გელაშვილმა 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე უმაღლეს დონეზე იასპარეზა.
ახლაგაზრდა ფეხბურთელმა მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა და ევროპული გუნდების ინტერესის სფეროში მოექცა.
გავლენიანი სპორტული სააგენტოს, Tuttosport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “სპეცია” გელაშვილის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებების დასკვნით ეტაპზეა.
ცნობისთვის, ივა გელაშვილი ამჟამად “საბურთალოს” ღირსებას იცავს.
ტეგები:
Facebook კომენტარები