• 16-08-2023
    "გოჩოლეიშვილი თავის გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა" - უკრაინული მედია ქართველს აქებს
    "გოჩოლეიშვილი თავის გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა" - უკრაინული მედია ქართველს აქებს

    საქართველოს ნაკრებისა და დონეცკის "შახტარის" ფეხბურთელი, გიორგი გოჩოლეიშვილი უკრაინის პრემიერლიგის 3-ე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა, ეს ყველაფერი კი მისი კარგი თმაშის და 2 საგოლე გადაცემის მითვლის დამსახურებაა.

    მასზე უკრაინულ მედიაში გაჩნდა სტატიები, სადაც ქართველის კარგ თამაშს ყველა ერთხმად აღნიშნავს:

    "Sportarena" წერს:

    "ქართველ მარჯვენა მცველს ჯერ კიდევ ტრანსფერის განხორციელებამდე ადარებდნენ დარიო სრნას და ჩვენთვის ახლა უკვე გასაგებია, რატომაც. გიორგიმ საგოლე გადაცემების ავტორი დაუმარცხებელ ოლეკსანდრიასთან შეხვედრაში შახტარის ორივე შედეგიან კომბინაციაში გახდა, რითაც დაეხმარა თავის გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვებაში"

    "თავდაპირველად ის ზუბკოვმა ჩართო იერიშში და გოჩოლეიშვილმაც კარგი პასი გაუკეთა სოკანს თავით გასატანად. შემდეგ გიომ თავად ითამაშა დასწრებაზე და გადაცემით ტრაორე მოამარაგა. იყო მინუსიც (სწორედ მისი ზონიდან შესრულდა ჩაწოდება, რომელსაც შახტარის კარში გოლი მოყვა), მაგრამ ამჯერად გამარჯვება მოპოვებულია, მომავალი მატჩებისთვის კი დასკვნების გამოტანა შეიძლება".

    "Ua- Football" წერს:

    "შახტარის მარჯვენა მცველი გამოირჩა ფლანგზე გასაოცრად კარგი თამაშითა და ასისტების დუბლით, რომლებიც სიკანმა და ტრაორემ წარმატებით დააგვირგვინეს. ქართველი მატჩის ნამდვილი გმირია და იმსახურებს ადგილს ჩვენს სიაში".


    Facebook კომენტარები