• 09-06-2022
    ოფიციალურად: ალექსანდრ ლაკაზეტი “ლიონში” დაბრუნდა
    [/xfgiven_playerads]
    ოფიციალურად: ალექსანდრ ლაკაზეტი “ლიონში” დაბრუნდა
    Aa

    31 წლის თავდამსხმელი, ალექსანდრ ლაკაზეტი "ლიონში" დაბრუნდა. ინფორმაციას ფრანგული გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.


    ლაკაზეტმა ახალ გუნდთან კონტრაქტს ხელი 2025 წლის ზაფხულამდე მოაწერა.


    ბოლო პერიოდში ფრანგ თავდამსხმელს "არსენალში" სათამაშო დრო არ ეძლეოდა და მან სამშობლოში დაბრუნება სწორედ ამ მიზეზით გადაწყვიტა.


    საგულისხმოა, რომ ლაკაზეტი სწორედ "ლიონის" აღზრდილია და ის ამ გუნდის ღირსებას 2009-2017 წლებში იცავდა, სადაც 275 ჩატარებულ შეხვედრაში 129 გოლი გაიტანა და 43 საგოლე გადაცემა შეასრულა.


    Facebook კომენტარები