17-08-2023

რუბენ ბარახა: “ჩვენ არ ვიცით გიორგი მამარდაშვილის შესაძლბელობების ზღვარი”

ავტორი
“ვალენსიას” მთავარმა მწვრთნელმა, რუბენ ბარახამ გიორგი მამარდაშვილის შესახებ ისაუბრა:
“ჩვენ სხვადასხვა მიმართულებით ვმუშაობთ. არა მხოლოდ გუნდურად, არამედ ინდივიდუალურადაც. გიორგი ჯერ ახალგაზრდა მეკარეა, მას ბევრი რამის დახვეწა და გაუმჯობესება სჭირდება, თუმცა ფაქტია, რომ მას ბრწყინვალე მონაცემები აქვს. ის არის მეკარე, რომელსაც აქვს პოტენციალი, რომ სრულყოფილი იყოს. ჩვენ არ ვიცით, თუ სად არის გიორგის ზედა ზღვარი, თუმცა ცხადია, რომ უნდა იმუშავოს და განვითარდეს. რა თქმა უნდა, ის ჩვენი გუნდის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. გიორგი საბოლოო ჯამში ძალიან სტაბილურია, რაც ვალენსიასთვის ყოველთვის სასიკეთოა”. - განაცხადა ბარახამ.
ცნობისთვის, “ვალენსია” მომდევნო შეხვედრას 18 აგვისტოს “ლას პალმასის” წინააღმდეგ ჩაატარებს.
ტეგები:
Facebook კომენტარები