• 18-08-2023
    "დილას" საბოლოო გამარჯვების სჯეროდა" - "აპოელის" მწვრთნელის კომენტარი
    "დილას" საბოლოო გამარჯვების სჯეროდა" - "აპოელის" მწვრთნელის კომენტარი

    მოგეხსენებათ, გორის "დილა" კონფერენს ლიგას მესამე საკვალიფიკაციო ეტაპიდან "აპოელმა" გამოთიშა.

    ორი მატჩის ჯამში კვიპროსელებმა ქართველებს 3:0 სძლიეს. დაპირისპირებასთან დაკავშირებით, "აპოელის" მწვრთნელმა, რიკარდუ სა პინტუმ ისაუბრა:

    "ვიცოდით, რომ ოპონენტი თავიდანვე ძლიერად შემოგვიტევდა, რადგან მათ საბოლოო გამარჯვების სჯეროდათ. ამისთვის მზად ვიყავით და დაცვაში კარგად ვითამაშეთ, მაგრამ თამაშის ტემპი ვერ გავაკონტროლეთ"

    "პირველ ტაიმში ბურთისთვის უკეთ უნდა გვებრძოლა. მეტოქე რამდენიმე ფაზით უტევდა და ჩვენ სოლიდურად გამოვიყურებოდით. მეორე ტაიმში, როცა ბიჭებს დაველაპარაკე, რა უნდა ეკეთებინათ მოედანზე, გაცილებით უკეთესები ვიყავით. ბურთს უკეთ ვფლობდით და ფანტასტიკური გოლიც გავიტანეთ"

    "როცა მშვიდად ვართ, გაცილებით საშიშები ვართ ზუსტად ეს ვუთხარი ბიჭებს შესვენებაზე. ბევრი ამბობს, რომ ძლიერი მეტოქე არ გვყოლია, მაგრამ მე მათ არ ვეთანხმები. დილას 3-4 ისეთი ფეხბურთელი ჰყავს, რომელიც აპოელ-შიც თავისუფლად ითამაშებდა, განსაკუთრებით შემტევი გარემარბები. გოლის მერე ბოლომდე ყველაფერს ჩვენ ვაკონტროლებდით. ასე რომ, შედეგი კანონზომიერი და სამართლიანია".

    Facebook კომენტარები