19-08-2023

"ვალენსია" ცხრილის სათავეშია - მამარდაშვილის დიდი საქმე არ ჰქონია

ავტორი
ლა ლიგის მეორე ტურში გიორგი მამარდაშვილის "ვალენსია" ახლად ამოსულ "ლას პალმასს" "მესტალიაზე" დაუპირისპირდა.
მატჩი 1:0 "ღამურების" გამარჯვებით დასრულდა, გოლი 74-ე წუთზე პეპელუმ პენალტიდან გაიტანა.
დიდი საქმე არ ჰქონია ქართველ მეკარეს, მისი კარისკენ ბურთი მხოლოდ რამდენჯერმე წავიდა, ისიც არასახიფათოდ.
აქცე მოგახსენებთ, რომ ეს "ვალენსიასთვის" ზედიზედ მეორე გამარჯვებაა, ისინი 6-ქულით ლა ლიგის სათავეში არიან.
ტეგები:
Facebook კომენტარები