

ეროვნული ლიგის 22-ე ტურის შეხვედრაში თბილისის “დინამომ” შინ წყალტუბოს “სამგურალი” მიიღო და ანგარიშით 5:2 იმარჯვა.
ანგარიში ულად ომარ იმრანმა გახსნა, მალე ნიკა კალანდრიშვილმა თერთმეტმეტრიანი გააფუჭა, მატჩის მე-12 წუთზე ზორან მარუშიჩმა გაიტანა, ტაიმის მიწურულს კი ტაიკი კაიგამამ სხვაობა შეამცირა.
მატჩის 61-ე წუთზე ნიკა ხორხელმა სხვაობა გაათანაბრა. მატჩის 72-ე წუთზე დავით სხირტლაძემ დედაქალაქელები კვლავ დააწინაურა. მალევე ზორან მარუშიჩმა დუბლი შეასრულა, მატჩის მიწურულს კი სერბმა თავდამსმხელმა შეხვედრის საბოლოო წერტილი დასვა.
თბილისის “დინამო” ეროვნულ ლიგაში მე-3 ადგილს იკავებს, გიორგი ჭელიძის გუნდი კი მე-4 პოზიციაზე იმყოფება.
ცნობისთვის, ანდრეს კარასკოს გუნდი მომდევნო შეხვედრას “თელავის” წინააღმდეგ ჩაატარებს, “სამგურალი” კი ქუთაისის “ტორპედოს” დაუპირისპირდება.