20-08-2023
"გუნდურად თამაში უნდა ისწავლოს" - "ფროზინოზეს" მწვრთნელმა კვერნაძის დებიუტი შეაფასა
Author of the article
სერია ა-ს პირველ ტურში "ნაპოლის" წინააღმდეგ "ფროზინოზეს" შემადგენლობაში გიორგი კვერნაძეს დებიუტი შედგა. ის მოედანზე 67-ე წუთზე გამოჩნდა.
ქართველის თამაშზე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ეუსებიო დი ფრანჩესკომ ისაუბრა:
"თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე, სათამაშოდ საკმაო დრო მივეცი. უფრო გუნდურად თამაში უნდა ისწავლოს. გაუმჯობესება მართებს"
"შეცვლაზე კარგად შევიდა, მაგრამ შემდეგ ჯიუტად დრიბლინგის განხორციელებას ცდილობდა. დიდი პოტენციალი გააჩნია, თუმცა უნდა განვითარდეს", - განაცხადა იტალიელმა.
აქვე გეტყვით, რომ მატჩში "პარტენოპეის" რიგებში მონაწილეობა ხვიჩა კვარაცხელიას კუნთევის გადაღლილობის გამო არ მიუღია. დაპირისპირება ნეაპოლელთა გამარჯვებით ანგარიშით 3:1 დასრულდა.
ტეგები:
Facebook კომენტარები