• 22-08-2023
    "ჩვენ ჯერ კიდევ შორს ვართ ძველი დიდებისგან" - "დინამოს" ახალი მწვრთნელის განცხადება
    "ჩვენ ჯერ კიდევ შორს ვართ ძველი დიდებისგან" - "დინამოს" ახალი მწვრთნელის განცხადება

    როგორც მოგეხსენებათ, თბილისის "დინამოს" ახალი მთავარი მწვრთნელი ესპანელი, ანდრე კარასკო იქნება.

    მან 2 მატჩი უკვე ჩაატარა და ორივე დამაჯერებლად მოიგო.

    ესპანელმა მედიასთან მისი გეგმების შესახებ ისაუბრა:

    "ასეთი მდიდარი ისტორიის მქონე კლუბში მწვრთნელობა პრივილეგიაა. ნაბიჯ-ნაბიჯ მივდიოდი და ახლა ჩემი ოცნება ახდა. ბევრი ფაქტორია. არსებობს ხასიათის პრობლემა. ფეხბურთელების ნაწილს არ აქვს იმედი, რომ საკლუბო დონეზე მნიშვნელოვან მატჩებს მოიგებენ"

    "ასევე, ადგილობრივი ჩემპიონატი არ არის სათანადო დონის და ბევრ გულშემატკივარს არ იზიდავს. ვეცდებით, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ქომაგებმა „დინამოს“ თამაშით კვლავ იამაყონ. ჩვენ ჯერ კიდევ შორს ვართ ძველი დიდებისგან. თუ მოვახერხებთ ახალი ვარსკვლავების მოყვანას, მოხარული ვიქნები. შევეცდები, აკადემიიდან კარგი ფეხბურთელები პირველ გუნდში დავაწინაურო." - განაცხადა კარასკომ.

    Facebook კომენტარები