16-06-2022

“თელავმა” და გორის “დილამ” ქულები გაიყვეს

ავტორი
ეროვნული ლიგის მე-17 ტურის შეხვედრაში ერთმანეთს "თელავი" და გორის "დილა" დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 0:0 დასრულდა.
მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა, თუმცა მცირე უპირატესობას გორის "დილა" ფლობდა. საბოლოო ჯამში გუნდებმა მომენტების გამოყენება ვერ მოახერხეს და შეხვედრა უგოლოდ დასრულდა.
ანდრე დემჩენკოს გუნდი 17 ტურის შემდეგ ეროვნულ ლიგაში მე-4 პოზიციაზე იმყოფება, "თელავი" კი მე-6 ადგილს იკავებს.
ცნობისთვის, გორის "დილა" მომდევნო შეხვედრას "სამგურალის" წინააღმდეგ გამართავს. გიორგი ჭელიძის გუნდი კი "საბურთალოს" დაუპირისპირდება.
ტეგები:
Facebook კომენტარები