• 23-08-2023
    "ნაპოლიმ" ტრანსფერი დაგეგმა - ვის მოყვანას შეეცდება კლუბი
    "ნაპოლიმ" ტრანსფერი დაგეგმა - ვის მოყვანას შეეცდება კლუბი

    იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ნაპოლისთვის" მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარა ჯერ არ დასრულებულა და კლუბი გაძლიერებას კიდევ შეეცდება.

    გამოცემა "Almartino"-ს ცნობით, ნეაპოლელებმა "ლაიფციგიდან" ტრანსფერი დაგეგმეს.

    კერძოდ, "პარტენოპეი" 23 წლის ცენტრალური მცველის მოჰამედ სიმაკანის დამატებას შეეცდება.

    რაც შეეხება მის სატრანსფერო ფასს, ფრანგი მოთამაშის ღირებულება 25 მილიონ ევროს შეადგენს.

    ცნობისთვის, გასულ სეზონში სიმაკანმა "ლაიფციგში" ყველა ტურნირზე 37 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა.

    Facebook კომენტარები