• 24-08-2023
    ალთაი ბაინდირმა "იუნაიტედში" სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა
    ალთაი ბაინდირმა "იუნაიტედში" სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა

    უამრავი გავლენიანი ჟურნალისტის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედი" ალთაი ბაინდირის ტრანსფერზე მუშაობს.

    კლუბი მეორე მეკარეს ეძებს, მთავარი კანდიდატი კი სწორედ "ფენერბაჰჩეს" 25 წლის კარის დარაჯია.

    "იუნაიტედი" თურქულ კლუბს უკვე შეუთანხმდა 7 მილიონ ევროზე, მაგრამ ტრანსფერი გადაწყვეტილი არ არის.

    სამედიცინო შემოწმების გავლის მიუხედავად, "მანჩესტერის" ექიმები ბაინდირს დამატებით გამოკვლევებს ჩაუტარებენ, რადგან მას ზურგის დაზიანება აწუხებდა.

    პარალელურად, კლუბი დინ ჰენდერსონის გასხვისებაზეც მუშაობს და თუ ინგლისელი გაიყიდება, მაშინ მის ადგილს ბაინდირი დაიკავებს.

    Facebook კომენტარები