• 25-08-2023
    მაგარი ამბავი! - 16 წლის ქართველი ფეხბურთელი “ვილიარეალში” ითამაშებს
    მაგარი ამბავი! - 16 წლის ქართველი ფეხბურთელი “ვილიარეალში” ითამაშებს

    16 წლის ქართველი ფეხბურთელი, დავით ღვარძელაშვილი კარიერას “ვილიარეალში” გააგრძელებს.

    Crystalsport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალგაზრდა მეკარემ ახალ გუნდთან 3-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

    190 სანტიმეტრის მქონე მეკარე თბილისის “დინამოს” აკადემიის აძრდიკი გახლავთ. გასულ სეზონში კი სამოყვარულო ლიგის წევრ “ინტერ სან ხოსეში” ასპარეზობდა.

    ცნობისთვის, დავითის ტრანსფერში დიდი წვლილი KHALENA SPORT-ს მიუძღვის, რომელმაც ასევე გიორგი მამარდაშვილის, გიორგი ქოჩორაშვილისა და გიორგი ჯინჯოლავას ტრანსფერებშიც დიდი როლი იქონია.

    Facebook კომენტარები