• 26-08-2023
    როდის შეუერთდება კანსელუ "ბარსას" - ფაბრიციო რომანოს ცნობა
    როდის შეუერთდება კანსელუ "ბარსას" - ფაბრიციო რომანოს ცნობა

    როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის "ბარსელონამ" "მანჩესტერ სიტისთან" ჟოაუ კანსელუს ტრანსფერის თაობაზე საბოლოო შეთანხმებას პრაქტიკულად მიაღწია.

    პორტუგალიელ მოთამაშესთან დაკავშირებით ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ ახალი ინფორმაცია გაავრცელა.

    მისი თქმით, 29 წლის განაპირა მცველი "ბლაუგრანას" რიგებს სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში შეუერთდება.

    შესაბამისად მოსალოდნელია, რომ ჟოაუ "ბარსას" რიგებში დაახლოებით ერთ კვირაში ჩაირიცხება.

    აქვე მოგახსენებთ, რომ კანსელუ კატალონიურ გრანდს იჯარით დაემატება.

    Facebook კომენტარები