• 26-08-2023
    "ჩვენ ერთად "დინამო" ბათუმს განვითარების ახალ ეტაპზე გადავიყვანთ" - არჩილ ბერიძის კომენტარი დომჩენკოსთან დაკავშირებით
    "ჩვენ ერთად "დინამო" ბათუმს განვითარების ახალ ეტაპზე გადავიყვანთ" - არჩილ ბერიძის კომენტარი დომჩენკოსთან დაკავშირებით

    როგორც მოგეხსენებათ, ბათუმის "დინამოს" ანდრეი დომჩენკო გაწვრთნის, მან კლუტან კონტრაქტს ხელი 2025 წლამდე მოაწერა.

    ამ ფაქტთან დაკავშირებით, კლუბის პრეზიდენტმა, არჩილ ბერიძემ კომენტარი გააკეთა:

    "მინდა წარმატებები ვუსურვო ბატონ ანდრეი დემჩენკოს ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე. დინამო ბათუმი ბოლო წლებში ამბიციურად კლუბად ჩამოყალიბდა და ბატონ ანდრეისთან ფორს - მაჟორულ რეჟიმში მიმდინარე მოლაპარაკებების დროს ეს იყო გადამწყვეტი ფაქტორი"

    "კლუბის ხელმძღვანელობა გულშემატკივრებთან ერთად მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ახალი მთავარი მწვრთნელის წარმატებულ მუშაობას და მე მჯერა რომ ჩვენ ერთად "დინამო" ბათუმს განვითარების ახალ ეტაპზე გადავიყვანთ", - განაცხადა ბერიძემ.

    Facebook კომენტარები