• 11-06-2023
    მამუკა ჯუღელი: “დიდი ხანია ჩიხლაძის მსგავსი ფორვარდი საქართველოში არ მინახავს”
    მამუკა ჯუღელი: “დიდი ხანია ჩიხლაძის მსგავსი ფორვარდი საქართველოში არ მინახავს”

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ჩემპიონატში, კერძოდ კი “სამგურალის” შემადგენლობაში მშვენიერი თავდამსხმელი, ლადო ჩიხრაძე გამოჩნდა.

    ცნობილმა საფეხბურთო აგენტმა, მამუკა ჯუღელმა ჯეო თიმთან ინტერვიუში ლადოს შესახებ ისაუბრა:

    “ჩემთვის ჩიხრაძის გამოჩენა ძალიან დიდი სიურპრიზი იყო. მე რასაც ვხედავ, ბოლოს და ბოლოს საქართველოში გამოჩნდა ისეთი ფეხბურთელი, რომელმაც გოლის გატანა იცის. ამ ბოლო წლების განმავლობაში ვიძახი, თორემ არ ვეხები არველაძეს, კობიაშვილს და იმ თაობას. აშვეთიას წასვლის შემდეგ, ჩვენ გოლის გამტანი თავდამსმხელი გვაკლდა, სწორად რომ გამიგოს გულშემატკივრებმა. ეგეთი დონის გოლის გამტანი. ესეთი კარებზე დაგეშილი, არაფრიდან მომენტს ნახულობდეს ბიჭი დიდი ხანია არ მინახავს.” - განაცხადა ჯუღელმა.

    ცნობისთვის, ლადო ჩიხლაძემ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 15 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა.

    Facebook კომენტარები