• 26-08-2023
    კეპას შემცვლელი ნაპოვნია! - ჯორჯე პეტროვიჩი “ჩელსიში” ითამაშებს
    კეპას შემცვლელი ნაპოვნია! - ჯორჯე პეტროვიჩი “ჩელსიში” ითამაშებს

    როგორც მოგეხსენებათ, ლონდონის “ჩელსიმ” ცოტა ხნის წინ 28 წლის ესპანელი მეკარე, კეპა არისაბალაგა მადრიდის “რეალში” გაანათხოვრა.

    გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ჩელსიმ” კოპას შემცვლელს მიაგნია. “არისტოკრატებმა” 23 წლის სერბი მეკარე, ჯორჯე პეტროვიჩი დაიმატეს.

    ლონდონურმა გუნდმა ახალგაზრდა გოლკიპერი “ნიუ ინგლენდ რევოლუშენიდან” დაიმატა.

    აქვე გეტყვით იმასა, რომ ჯორჯე ლონდონურ გუნდთან კონტრაქტს ხელს 2030 წლის ზაფხულამდე მოაწერს. 

    Facebook კომენტარები