• 27-08-2023
    “სამგურალმა” კოტ დ’ივუარელი ფეხბურთელი დაიმატა
    “სამგურალმა” კოტ დ’ივუარელი ფეხბურთელი დაიმატა

    წყალტუბოს ,,სამგურალმა" 26 წლის კოტდივუარელი ფორვარდი გნამიენ იიკპე დაიმატა. ინფორმაციას იმერული გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

    “სამგურალის” ახალწვეული ბოლოს მაროკოს ჩემპიონატში “ტიჰად დე კასაბლანკასა” და “ხემისეტში” თამაშობდა.

    იიკპემ “სამგურალში” გადასვლის შემდეგ მედიასთან ისაუბრა:

     “მოხარული ვარ, რომ “სამგურალს” შემოვუერთდი. გუნდი საქართველოს ჩემპიონატში მაღალი მიზნებისთვის იბრძვის, ვეცდები ჩემი საუკეთესო თვისებები გამოვავლინო და გუნდს მიზნის მიღწევაში დავეხმარო. ქართული ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი. თუმცა აქ ჩამოსვლის შემდეგ რამდენიმე მატჩს დავესწარი და საკმად კარგი შთაბეჭდილება დამრჩა.  გუნდები კარგ და ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობენ”. - განაცხადა გნამიენ იიკპემ.

    Facebook კომენტარები