• 27-08-2023
    “მანჩესტერ იუნაიტედს” კუკურეიას დამატება სურს
    “მანჩესტერ იუნაიტედს” კუკურეიას დამატება სურს

    “მანჩესტერ იუნაიტედი” სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე გაძლიერებას აპირებს. “წითელი ეშმაკები” მარცხენა მცველის დამატებას გეგმავენ.

    გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მანჩესტერ იუნაიტედი” მარკ კუკურეიას შეძენით ინტერესდება.

    ინგლისურ გუნდს ახალგაზრდა ფეხბურთელის 1 წლიანი იჯარით შეძენა სურს.

    ცნობისთვის, კუკურეიამ გასულ სეზონში ჩატარებულ 33 შეხვედრაში 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

    Facebook კომენტარები