29-08-2023
გადაწყვეტილია! - ტიერი გეილი ვენის “რაპიდში” ითამაშებს
Author of the article
ახალგაზრდა ბარბადოსელი ფეხბურთელი, ტიერი გეილი კარიერას ვენის “რაპიდში” გააგრძელებს. ინფორმაციას ავსტრიული გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“რაპიდმა” 21 წლის შემტევში გორის “დილას” 700 ათასი ევრო გადაუხადა.
ახალგაზრდა ფეხბურთელი ავსტრიულ გუნდში 16 ნომრიან მაისურს მოირგებს.
ცნობისთვის, 21 წლის ტიერი გეილიმ გორის “დილას” მაისურით ჩატარებულ 47 შეხვედრაში 16 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.
ტეგები:
Facebook კომენტარები