• 30-08-2023
    გიორგი აბუაშვილი კარიერას “პეტროლულში” გააგრძელებს
    გიორგი აბუაშვილი კარიერას “პეტროლულში” გააგრძელებს

    20 წლის ქართველი ფეხბურთელი, გიორგი აბუაშვილი კარიერას “პეტროლულში” გააგრძელებს. ინფორმაციას ტურინული გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

    “პეტროლულმა” ქართველი მოთამაშე “პორტუდან” დაიმატა.

    საგულისხმოა, რომ გიორგი “პორტუს” B და 19-წლამდე გუნდებში საკმაოდ წარმატებით ასპარეზობდა, თუმცა ტრავმებმა საკუთარი თავის წარმოჩენაში ხელი შეუშალა.

    ცნობისთვის, “პეტროლული” რუმინეთის ჩემპიონატში 7 ტურის შემდეგ 12 ქულით მე-4 ადგილს იკავებს.

    Facebook კომენტარები