• 01-09-2023
    კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა - შედეგები
    კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა - შედეგები

    მონაკოში უეფას კონფერენს ლიგის 2023/2024 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა შედგა, სადაც 32 გუნდი 8 ჯგუფში გადანაწილდა.

    ტურნირის მთავარ ფავორიტად შერაცხული "ასტონ ვილა" E ჯგუფში შეხვდა, სადაც ნიდერლანდურ "ალკმაარს", პოლონურ "ლეგიასა" და ბოსნიურ "ზრინსკის" დაუპირისპირდება.

    გასული სეზონის ვიცე-ჩემპიონი "ფიორენტინა" F ჯგუფშია და უნგრულ "ფერენცვაროშს", ბელგიურ "გენკსა" და სერბულ "კუკარიჩკის" შეერკინება.

    აღსანიშნავია, რომ კონფერენს ლიგაზე იასპარეზებს ორი ქართველიც - გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას "სლოვანი" A ჯგუფშია.

    ჯგუფები შემდეგნაირად დაკომპლექტდნენ:

    ჯგუფი A: ლილი, სლოვან ბრატისლავა, ოლიმპია ლუბლიანა, კლაკსვიკი

    ჯგუფი B: გენტი, მაკაბი თელ-ავივი, ზორია ლუგანსკი, ბრეიდაბლიკი

    ჯგუფი C: დინამო ზაგრები, ვიქტორია პლზენი, ასტანა, ბალკანი

    ჯგუფი D: ბრიუგე, ბოდო/გლიმტი, ბეშიქთაში, ლუგანო

    ჯგუფი E: ალკმაარი, ასტონ ვილა, ლეგია ვარშავა, ზრინსკი

    ჯგუფი F: ფერენცვაროში, ფიორენტინა, გენკი, კუკარიჩკი

    ჯგუფი G: აინტრახტი, პაოკი, აბერდინი, ჰელსინკი

    ჯგუფი H: ფენერბახჩე, ლუდოგარეცი, სპარტაკ ტრნავა, ნორდსიელანდი

    ჯგუფური ეტაპის პირველი ტური 21 სექტემბერს შედგება.

    Facebook კომენტარები