04-09-2023

შეთანხმება მიღწეულია! - გიორგი ხარაიშვილი სეზონის ბოლომდე “დინამოში” ითამაშებს

ავტორი
თბილისის “დინამოსა” და ბუდაპეშტის “ფერენცვაროშს” შორის გიორგი ხარაიშვილის იჯარასთან დაკავშირებით მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა.
ქართველი ნახევარმცველი თბილისურ კლუბში მიმდინარე სეზონის ბოლომდე დარჩება.
გიორგი ხარაიშვილი თბილისის “დინამოს” 2023 წელს შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში ნახევარმცველმა “ლურჯ-თეთრების” რიგებში 25 მატჩი გამართა.
ცნობისთვის, მის ანგარიშზე ოთხი გოლი და სამი საგოლე გადაცემა გახლავთ.
ტეგები:
Facebook კომენტარები