05-09-2023

"საქართველოს ესპანეთთან გამარჯვება შეუძლია" - თბილისის "დინამოს" თავკაცი თანამემამულეებს აფრთხილებს

ავტორი
როგორც მოგეხსენებათ, 8 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე ესპანეთს დაუპირისპირდება.
მატჩთან დაკავშირებით, თბილისის "დინამოს" ესპანელმა თავკაცმა, ანდრეს კარაკომ ისაუბრა და თანამემამულეები გააფრთხილა, რომ დედაქალაქში რტული გამოცდა ელით:
"ესპანეთის ნაკრების რთული თამაში ელოდება. საქართველოს ეროვნული გუნდი, რომელსაც ფრანგი ვილი სანიოლი წვრთნის, ნაბიჯ-ნაბიჯ უმატებს და ვითარდება"
"თუკი მასპინძლები თავიანთ ძლიერ მხარეებს გამოიყენებენ, სავსებით შესაძლებელია, თამაშის მოგებაც შეძლონ. საქართველოს ნაკრების იარაღი სისწრაფე, კომბინაციები და სწრაფი კონტრშეტევებია", - განაცხადა კარასკომ.
ტეგები:
Facebook კომენტარები