• 06-09-2023
    “კვარაცხელიას ჩრდილი ესპანეთს მიადგა” - AS-მა ხვიჩას საინტერესო სტატია მიუძღვნა
    “კვარაცხელიას ჩრდილი ესპანეთს მიადგა” - AS-მა ხვიჩას საინტერესო სტატია მიუძღვნა

    როგორც მოგეხსენებათ. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალფიკაციო ეტაპის ფარგლებში ესპანეთს დაუპირისპირდება.

    გავლენიანმა ესპანურმა გამოცემა, Diario AS-მა საქართველოს შესახებ საინტერესო სტატია შემოგვთავაზა:

    “კვარაცხელიას ჩრდილი ესპანეთს მიადგა. ნაპოლის ბრწყინვალე მარცხენა გარემარბი, რომელიც საქართველოს ნაკრების ლიდერია, ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრისთვის იბრძვის. მისი უნარები ესპანეთის მწვრთნელს აოცებს, ამიტომ ხვიჩას შეჩერებას კვარაცხელია და კარვახალი შეეცდებიან. თუმცა თუ ვილი სანიოლმა სიურპრიზი შემოგვთავაზა და კვარაცხელია მარჯვენა ფლანგზე დააყენა, მისი შეჩერება გაიასა და ალეხანდრო ბალდეს მოუწევთ, რომლებიც დაცვაში არცისე ძლიერები არიან. 

    ერთადერთი პრობლემა მხოლოდ კვარასთან გამკლავება რომ იყოს, ესპანეთს უფრო მსუბუქად ექნებოდა საქმე. საქართველო შესარჩევ ჯგუფში საუკეთესო მეტოქე აღარავისთვის არის. მის რიგებში ამჟამად ევროპის საუკეთესო ლიგებში მოთამაშე ფეხბურთელები ასპარეზობენ, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ თავიანთი ლიდერის დონეზე არ არიან, პარასკევს, თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე გასამართ თამაშში, რომლის ბილეთები უკვე გაყიდულია, ესპანეთისთვის პრობლემების შექმნა შეუძლიათ.    

    კვარასთან ერთად, საქართველოს ნაკრებში გამოდიან ტორინოს მცველი საბა საზონოვი, უოტფორდისა და ბორდოს ნახევარმცველები, გიორგი ჩაკვეტაძე და ზურიკო დავითაშვილი, აიაქსის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე. იქ არის ლევანტეს ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი და დინამო თბილისის მცველი სანდრო კალანდაძე. აგრეთვე, საქართველოს ნაკრების კარს იცავს ვალენსიას გიგანტი მეკარე გიორგი მამარდაშვილიც, რომელიც მადრიდის რეალის სატრანსფერო რადარზე იყო. ერთი სიტყვით, ეს არის კარგი გუნდი, რომელსაც ვილი სანიოლის სახით მშვენიერი მწვრთნელი ჰყავს”. - წერია სტატიაში.

    ცნობისთვის, საქართველოსა და ესპანეთის დაპირისპირება 8 აგვისტოს 20:00 საათზე დინამო არენაზე შედგება.

    Facebook კომენტარები