• 06-09-2023
    ბუკაიო საკა ინგლისის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
    ბუკაიო საკა ინგლისის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
    Author of the article
    Aa

    ლონდონის "არსენალის" ახალგაზრდა ვარსკვლავი, ბუკაიო საკა ინგლისის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. "მეთოფეების" შვიდიანს ეს პრიზი ზედიზედ მეორედ გადაეცა.

    საინტერესოა, რომ საკას ჯილდო მის დაბადების დღეზე გადასცეს.

    "ძალიან მადლიერი ვარ. მადლობა ყველას, ვინც ეს შესაძლებელი გახადა. დიახ, დაბადების დღის კარგი საჩუქარი მივიღე. ბედნიერი ვარ," - ამბობს "მეთოფეების" შვიდიანი.

    22 წლის ბუკაიოს ინგლისის ნაკრებში ჩატარებულ ბოლო 10 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი. ამ 7 გოლიდან მან 3 ერთ მატჩში შეაგდო, როცა ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული გუნდის კარი 3-ჯერ აიღო და კარიერაში პირველი ჰეთ-თრიქი შეასრულა.

    რაც შეეხება სეზონის სტარტს, "არსენალის" მაისურით საკამ 4 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც თავი 2 გოლითა და 1 ასისტით გამოიჩინა.

    Facebook კომენტარები