• 07-09-2023
    ლამინე იამალი: "იმედია, საქართველოს ნაკრებთან სადებიუტო თამაშს ჩავატარებ"
    ლამინე იამალი: "იმედია, საქართველოს ნაკრებთან სადებიუტო თამაშს ჩავატარებ"
    Author of the article
    Aa

    კატალონიის "ბარსელონასა" და ესპანეთის ნაკრების შემტევმა, ლამინე იამალმა მედიასთან საინტერესო კომენტარი გააკეთა.

    კერძოდ, ესპანელმა საქართველოსთან გასამართ მატჩზე ისაუბრა.

    "ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი დადგა. ნაკრებში თამაშით მაქსიმალურად უნდა ვისიამოვნო.

    "გავი, პედრი, ბალდე მეუბნებიან, რომ არ უნდა გავჩერდე და მუდამ ზეწოლის გარეშე ვითამაშო.

    "იმედია, საქართველოს ნაკრებთან ჩემს პირველ შანს მივიღებ და ეროვნულ გუნდში სადებიუტო შეხვედრას ჩავატარებ", - თქვა იამალმა.

    Facebook კომენტარები