• 06-07-2022
    დივოკ ორიჯი კარიერას “მილანში” გააგრძელებს
    დივოკ ორიჯი კარიერას “მილანში” გააგრძელებს

    27 წლის ბელგიელი ფეხბურთელი, დივოკ ორიჯი კარიერას "მილანში" გააგრძლებს. ინფორმაციას იტალიური გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.


    გამოცდილ ფეხბურთელს "ლივერპულთან" კონტრაქტი ამოეწურა და სტეფანო პიოლის გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.


    27 წლის ბელგიელმა თავდამსხმელმა ახალ გუნდთან კონტრაქტს ხელი 2026 წლის ზაფხულის ჩათვლით მოაწერა.


    ცნობისთვის, დივოკ ორიჯიმ გასულ სეზონში "ლივერპულის" მაისურით ჩატარებულ 15 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.




    Facebook კომენტარები
    მეტი სიახლის ნახვა