

2028 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ცნობილი ვადაზე ადრე გახდა.
საქმე ისაა, რომ დღეს ფიფაში კანდიდატობის განაცხადის შეტანის ბოლო დღე იყო, თუმცა სურვილი მხოლოდ ორმა ქვეყანამ გამოთქვა - ირლანდიამ და დიდმა ბრიტანეთმა ტურნირის მასპინძლობა ერთობლივად მოინდომეს.
იდეაში, ტურნირის მასპინძელი ქვეყანა 2023 წლის ზაფხულში უნდა გაგვეგო, ეს პერიოდი კი კანდიდატების შეფასებას უნდა მოხმარებოდა, მაგრამ კონკურენტების არარსებობის გამო, ტურნირს დიდი ბრიტანეთი და ირლანდია უმასპინძლებენ.
აღსანიშნავია, რომ, თავდაპირველად, ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა თურქეთს სურდა, მაგრამ მათ მიიჩნიეს, რომ კონკურენციაში დაიჩაგრებოდნენ, ამიტომ განაცხადი მოხსნეს. კიდევ ერთ პრეტენდენტად რუსეთის ფედერაცია მოიაზრებოდა, მაგრამ უკრაინაზე შეიარაღებული თავდასხმის დაწყების გამო, ოკუპანტ ქვეყანას სანქციები დაედო, შესაბამისად, მათი კანდიდატურა გამოირიცხა.
ამრიგად, ევროპის ჩემპიონატს დიდი ბრიტანეთი (ინგლისი, შოტლანდია, ჩრდ. ირლანდია, უელსი) და ირლანდია უმასპინძლებენ.