• 13-06-2023
    მაუნტის "იუნაიტედში" ტრანსფერი ჩაშლას მიუახლოვდა
    მაუნტის "იუნაიტედში" ტრანსფერი ჩაშლას მიუახლოვდა

    Sky Sports-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედი" სასურველი ტრანსფერის ჩავარდნასთან ძალიან ახლოსაა.

    როგორც მოგეხსენებათ, კლუბი მეისონ მაუნტის დამატებაზე მუშაობს, მაგრამ "იუნაიტედი" სერიოზული პრობლემის წინაშეა.

    "ჩელსი" სატრანსფერო ფასს ფეხს არ უცვლის და ინგლისელი ნახევარმცველის სანაცვლოდ 80 მილიონ ევროს ელის.

    თავის მხრივ, "იუნაიტედს" 55 მილიონზე მეტის გადახდა არ სურს, ამიტომ კლუბებს შორის შეუთანხმებლობაა.

    აღსანიშნავია ისიც, რომ "მანჩესტერი" სატრანსფერო მარკეტზე შეზღუდულია, სანამ კლუბს ახალი მფლობელი არ გამოუჩნდება.

    Facebook კომენტარები