• 13-09-2023
    "ძალიან ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია გუნდში გამოცდილება სჭირდებათ შეიძლება ეს პრობლემა იყო" - კაშიამ პრობლემებზე ისაუბრა
    "ძალიან ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია გუნდში გამოცდილება სჭირდებათ შეიძლება ეს პრობლემა იყო" - კაშიამ პრობლემებზე ისაუბრა

    ნორვეგიასთან მარცხის შემდეგ გუნდის კაპიტანმა, გურამ კაშიამ კომენტარი გააკეთა:

    "პასუხისმგებლობას ვგრძნობ, ცუდი კვირა გამოგვივიდა, ძალიან რთული კვირა იყო. მეტი ხასიათის გამოვლენა გვმართებს, უფრო მეტად უნდა გვინდოდეს თამაში და მეტი აგრესია უნდა გვქონდეს"

    "გეგმას მივყვებოდით, გვინდოდა, მოედნის ცენტრში გვეთამაშა, ბლოკი გვქონდა ჩადგმული, რომ ბურთი წაგვერთმია მეტოქისთვის და კონტრშეტევაზე წავსულიყავით, ეს რამდენჯერმე მოვახერხეთ, შევედით საჯარიმოში, ხვიჩას დაახლოებით ორი მომენტი ჰქონდა" 

    "მეტოქესაც არ ჰქონია ბევრი მომენტი. შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი ცუდი კვირა გვქონდა, რაზეც გული ძალიან მწყდება. ძალიან ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია გუნდში, გამოცდილება სჭირდებათ, შეიძლება ეს პრობლემა იყო, თორემ ერთობა და განწყობა გუნდში ძალიან მაგარია", -განაცხადა გუნდის კაპიტანმა.


    Facebook კომენტარები