საქართველოს ნორვეგიასთან მარცხის შემდეგ, ჩვენი გუნდის დებიუტანტმა, გიორგი ქოჩორაშვილმა მატჩთან დაკავშრებით ისაუბრა:
"მიხარია, რომ შანსი მომეცა და დებიუტი მქონდა, მაგრამ რთული თამაშები გამოვიდა - ჩემთვის, გუნდისთვის და მთლიანად საქართველოსთვის. ვეცდებით, რომ გავაუმჯობესოთ თამაში და ეს გამოცდილება გამოვიყენოთ"
"უკეთესად შეგვიძლია. ვფიქრობ, საწყისი 20 წუთი კარგად შევასრულეთ, სივრცეებს ვუკეტავდით ოდეგორს და ჰაალანდს, მაგრამ შემდეგ კლასით გოლი გაგვიტანეს და ამის შემდეგ თამაში უფრო გართულდა"
"ჩემს ოჯახთან ერთად ბავშვობიდან მჯეროდა, რომ ეს დღე დადგებოდა და ნაკრებში ვითამაშებდი. მიუხედავად იმისა, რომ ერთი წლის წინ სათამაშოდ ესპანეთის მესამე დივიზიონში წავედი, ვეცადე, რომ მაქსიმუმი გამეღო და ვეცდები, რომ კიდევ გავაგრძელო პროგრესი, რადგან შრომით ყველაფერი შესაძლებელია. შეიძლება დღეს არ გამოგივიდა, მაგრამ ხვალ გამოგივა. ძალიან დიდი მადლობა გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის, ამას ვგრძნობთ და ვეცდებით, შემდეგ თამაშებში დავაფასოთ და უკეთ ვითამაშოთ".