• 14-09-2023
    "გაგვიკვირდა რომ ქართველები არ გვიტევდნენ" - ნორვეგიის მთავარი მწვრთნელის კომენტარი
    "გაგვიკვირდა რომ ქართველები არ გვიტევდნენ" - ნორვეგიის მთავარი მწვრთნელის კომენტარი

    ნორვეგიის მთავარმა მწვრთნელმა, სტოლე სოლბაკენმა საქართველოსთან მოგებული შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა:

    "კარგად ვიცოდით, რომ საქართველოს ნაკრები, ძირითადად, მარცხენა ფლანგიდან უტევს ხოლმე. ფიზიკურად ძლიერ კრისტოფერ აიერს დავალებად ამ ფლანგის ჩაკეტვა ჰქონდა, რაც მშვენივრად გამოუვიდა"

    "ჩვენ შეტევა საპირისპირო ფლანგზე ვცადეთ და ყველაფერი გამოგვივიდა. ნუსამ კარგად ითამაშა და ზოგადად, პირველ ტაიმში ძალიან კარგად გამოვიყურებოდით. საქართველოს ნაკრებს კი არაფერი შეუქმნია, სრულიად მოულოდნელი გოლი გაგვიტანეს და მატჩის ბოლო დაიძაბა"

    "მეტოქის ნახევარზე უპრობლემოდ ვმოქმედებდით, მაგრამ ბოლო მონაკვეთში ბურთის დაკარგვისა და კონტრშეტევის მიღების გვეშინოდა, რის გამოც ეფექტიანობა დაგვაკლდა. ცოტა გაკვირვებული დავრჩით, ველოდით, რომ ქართველები შემოგვიტევდნენ, მაგრამ ამას არ აკეთებდნენ", - განაცხადა სოლბაკენმა.

    Facebook კომენტარები